GPS

The Global Positioning System (შემოკლებით GPS) არის აშშ-ს გლობალური სანავიგაციო სისტემა. GPS თავდაპირველად აშშ-ში იყო დამუშავებული სამხედრო მიზნებისათვის. ამ სისტემის ნამდვილი სახელწოდებაა «NAVSTAR». დღეს ასევე არსებობს რუსული სისტემა «GLONAS» და ევროპული «GALILEO». თანამედროვე GPS ხელსაწყოებს სამივე სანავიგაციო სისტემის მხარდაჭერა, რაც ზრდის მათი სამუშაოების სიზუსტესა და სისწრაფეს. იგი გვაძლევს ნებისმიერი წერტილის მდებარეობის სამივე განზომილების განსაზღვრის საშუალებას როგორც გეოგრაფიულ (გრძედი, განედი და სიმაღლე ზღვის დონიდან), ასევე მეტრულ კოორდინატთა სისტემებში (X, Y, Z). ამ ხელსაწყოებისათვის არ არსებობს ხელშემშლელი ფაქტორები. მათი საშუალებით აზომვების წარმოება შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე. თანამედროვე GPS მოწყობილობებს აქვს მუშაობის ორი რეჟიმი: ეს არის

  • RTK
  • POST PROCESSING

RTK – რეჟიმში GPS მოწყობილობის მიმღების აზომვის სიზუსტე 0,1-5სმ-მდეა და ის მიიღება მომენტალურად (რეალურ დროში). POST PROCESSING-ის რეჟიმში კოორდინატის მისაღებად საჭიროა ხანგრძლივი დგომა 20 წუთიდან რამდენიმე საათამდე ან რამდენიმე დღე! დგომის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ წერტილის რა სიზუსტის კოორდინატების მიღება გვსურს! თანამედროვე გეოდეზიაში საკადასტრო, ტოპოგრაფიული, დაკვალვითი და სხვა ზუსტი გეოდეზიური სამუშაოების ჩასატარებლად გამოიყენება მაღალი სიზუსტის L1/L2 GPS მოწყობილობები.

Copyright © 2011 Tbilisi Group

Created by: ITDC

adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara