ჩვენი კომპანია 2013 წლიდან არის საქართველოს პროფესიონალ ამზომველთა ასოციაციის GPSA ნამდვილი წევრი

საქართველოს პროფესიონალ ამზომველთა ასოციაცია 2013 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გაერთიანება და უფლებების დაცვა, რომლებიც მიწის (უძრავი ქონების) კადასტრისა და რეგისტრაციის სფეროში მოღვაწეობენ, ახორციელებენ საველე სამუშაოებს, აქვთ უფლებისდამდგენ  დოკუმენტებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება.

ასოციაციის წევრები არინ პიროვნებები, რომლებსაც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის სფეროში მუშაობის  ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. აქტიურად მონაწილეობდნენ ბოლო წლების  განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა რეგისტრაციის პროცედურები საქართველოში. ასევე, იცნობენ და თანამშრომლობენ კოლეგებთან არაერთ ქვეყანაში.

ასოციაციას, პირდაპირი მონაწილეობა აქვს აგრეთვე მიღებული კადასტრის სფეროში ახალი ტექნოლოგიების და სტანდარტების მომზადებასა და დანერგვაში. დეტალურად იცნობს ქვეყანაში მიწის რეფორმის შემდგომ განხორციელებულ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას და ტექნიკურ სპეციფიკაციას.

შესაბამისად, ასოციაციას ყოველდღიურად აქვს შეხება ამ სფეროში არსებულ პრობლემებთან (როგორც რეგისტრაციის, ისე კადასტრის). იცნობს არამარტო მესაკუთრეების, ისე საამზომველო კომპანიების, მარეგისტრირებელი ორგანოს (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), სახელმწიფო სტრუქტურების (იუსტიციის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის), სასამართლოს და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე არსებულ სირთულეებს.     ექსპერტების პირადი  გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, აქვთ მათი გადაწყვეტის ხედვა და მოსაზრებები.

ასოციაცია ასევე   აქტიურადაა წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით. მათი წევრია 12 საამზომველო კომპანია, მუშაობის გრძელვადიანი და დიდი გამოცდილებით შემდეგ რეგიონებში: სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, თბილისი.  შესაბამისად, გააჩნიათ მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ადგილზე განხორციელებულ, თუ მიმდინარე პროცესებზე, არსებულ დავებზე და უთანხმოებებზე.

ჩვენი სურვილია, აქტიურად გამოვიყენოთ  ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს და გამარტივდეს არსებული კანონმდებლობა საქართველოში და დაცული იყოს მესაკუთრეების უფლებები.

Copyright © 2011 Tbilisi Group

Created by: ITDC

adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara