ავტომატური კონტროლის სისტემები

  • Home
  • /
  • ავტომატური კონტროლის სისტემები

რას გვაძლევს მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენება?

  • სამუშაო პროცესის ავტომატიზაცია
  • შრომისნაყოფიერების 2-ჯერ და მეტად გაზრდა
  • სამუშაოს შესრულების ვადის შემცირება
  • ხარისხისა და სიზუსტის გაზრდა
  • საწვავისა და საშენი მასალების ეკონომია
  • ადამიანური ფაქტორის გამორიცხვა
  • ტექნიკის ყოველი ერთეულისათვის ანგარიშების მიღება.

რატომ ირჩევენ TOPCON -სი სისტემებს?

იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა მექანიკურ ტექნიკას აქვს განსხვავებული კონსტრუქცია, კომპანია TOPCON -მა შექმნა მართვის განსხვავებული სისტემები. ისინი საუკეთესოდ ინტეგრირდება მანქანაში. ასეთი სისტემები საშუალებას იძლევა ოპერატიულად გააკონტროლო ისეთი პარამეტრები, როგორიცაა გრეიდერის ან ბულდოზერის დანის კუთხის დაყენება, ეკსკავატორის ტუჩის ან ასფალტის დამგების გეგმიური და სიმაღლივი მდდებარეობა. შეუძლია 2D და 3D მართვის სისტემის გარჩევა.

2D მართვისას სისტემა ეყრდნობა უკვე ცნობილი წერტილების სიმაღლეებს და ლაზერის საშუალებით არდენს სიბრტყესთან ფარდობითობის გამოთვლას.

3D მართვისას სისტემა ეყრდნობა სატელიტების სისტემის მიერ გამოთვლილ კოორდინატებს. ამ შემთხვევაში მანქანის მდებარეობის ოპერატიულად მისაღბად, მართვის სისტემის ბლოკში იტვირთება პროექტის ციფრული მოდელი. ამისათვის კომპანია TOPCON-მა შექმნა mmGPS-ის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც დაფუძნებულია სატელიტებისა და სპეციალური ლაზერული მოწყობილობის სინქრონულ მუშაობაზე.

სასურველი შედეგის მისაღწევად, ყველა მოწყობილობა შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა კონფიგურაციით.