კომპანიის შესახებ
შპს ,,თბილისი ჯგუფი’’, დაარსდა ქ. თბილისში 2004 წელს. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სერტიფიცირებული თანამშრომლებით. ორგანიზაციის სპეციალიზაციას წარმოადგენს შემდეგი სფეროები: ტოპოგრაფიული და საკადასტრო აზომვები, უძრავი ქონებაზე უფლებათა რეგისტრაცია, სამოქალაქო პროექტირება, გეოსაინფორმაციო სისტემები, გეომონაცემთა ბაზებისა და web-აპლიკაციების შექმნა, ტოპოგრაფიული და თემატური რუკების შედგენა, აეროგადაღება უპილოტო საფრენი აპარატით (UAV) და მიღებული მასალების დამუშავება, სივრცითი დაგეგმარება, დისტანციური ზონდირება, მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი.
კომპანიის მიერ შექმნილია სხვადასხვა მასშტაბის რუკები და სივრცითი ინფორმაციის ვექტორული მონაცემები.
ჩვენს კომპანიაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, წარმატებით შესრულებული ანალოგიური სამუშაოები, არსებული თანამედროვე საამზომველო ხელსაწყოები, კომპიუტერული აღჭურვილობა და პროგრამული პროდუქტები საშუალებას გვაძლევს წარმატებით განვახორციელოთ თქვენთვის საჭირო სამუშაოები.
მომავალი თანამშრომლობის იმედით,
პატივისცემით: ნიკოლოზ ჭეიშვილი – კომპანიის დირექტორი.
განათლება
- საკადასტრო სამუშაოების წარმოების სწავლების კურსი
- გეოდეზიური სამუშაოების წარმოების სწავლების კურსი
- GIS – გეოინფორმაციული სისტემების სწავლების კურსი
უპირატესობები
პერსონალი:
- საჯარო რეესტრისა და უცხოურ პროექტებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
- სასწავლო დაწესებულებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
- სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების საუკეთესო სტუდენტებისათვის სტაჟირების საშუალება მომდევნო დასაქმების პერსპექტივით.
- მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებულ ამზომველთა 4 ჯგუფი.
- უძრავი ქონების სერტიფიცირებული შემფასებელი.
აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა
- უახლესი საამზომველო ხელსაწყოები (GPS, ელექტროტაქეომეტრი, ნიველირი, უპილოტო საფრნი აპარატი – UAV.)
- გეორადარი, რომელიც გამოიყენება მიწისქვეშა კომუნიკაციების აღმოსაჩენად და ასაზომად)
- საამზომველო და სივრცითი მონაცემების დამუშავების პროგრამების უახლესი ვარიანტები
მომსახურება
- საკადასტრო, საინჟინრო-გეოდეზიური მომსახურების სრული პაკეტი.
- საამზომველო, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
- საჯარო რეესტრის ავტორიზირებული მომხმარებელი.
- მიწისქვეშა კომუნიკაციების მოძიება და აზომვა.
პარტნიორები
- კომპანია არის Topcon-Sokkia, Carlson software, GMV და Satlab-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენის დახმარებით უმოკლეს ვადებში შესაძლებელია ზემოთ ხსენებული კომპანიების ნებისმიერი სახის მომსახურება, საამზომველო ხელსაწყოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და პრაქტიკაში დანერგვა.